ლოჭინი (მდინარე)
(→წყარო) |
|||
ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
* [[გარდაბნის რაიონში მოზარდი სამკურნალო მცენარეების მრავალფეროვნება]]. | * [[გარდაბნის რაიონში მოზარდი სამკურნალო მცენარეების მრავალფეროვნება]]. | ||
− | + | [[კატეგორია:მდინარეები]] | |
[[კატეგორია: საქართველოს მდინარეები]] | [[კატეგორია: საქართველოს მდინარეები]] | ||
[[კატეგორია: მდინარეები ქვემო ქართლში]] | [[კატეგორია: მდინარეები ქვემო ქართლში]] | ||
[[კატეგორია: მდინარეები თბილისში]] | [[კატეგორია: მდინარეები თბილისში]] | ||
[[კატეგორია: მდინარეები გარდაბნის მუნიციპალიტეტში]] | [[კატეგორია: მდინარეები გარდაბნის მუნიციპალიტეტში]] |
მიმდინარე ცვლილება 17:07, 20 აპრილი 2024 მდგომარეობით
მდინარე ლოჭინი – მდინარე გარდაბნის მუნიციპალიტეტში. მდინარე ლოჭინი სათავეს იღებს იალნოს ქედის სამხრეთ-დასავლეთ განშტოების აღმოსავლეთ კალთაზე, მთა საღანძილოს სამხრეთ-აღმოსავლეთით პატარა ხევისა და წირდლის ხევის შეერთებით 785მ სიმაღლეზე და ერთვის მდ. მტკვარს მარცხენა მხრიდან.
მდ. ლოჭინი საზრდოობს თოვლის, წვიმისა და გრუნტის წყლებით, სადაც გრუნტის წყლების წილი მდინარის საზრდოობაში უმნიშვნელოავანია. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა - ზამთარში, წყალმოვარდნები - ზაფხულსა და შემოდგომაზე.
ლოჭინის აუზში გაბატონებულია ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული კლიმატი, რაც განპირობებულია რამდენიმე ფაქტორით: ტერიტორიის ოროგრაფიული პირობები, აღმოსავლეთიდან მტკვრის ხეობით შემოჭრილი ჰაერის მასები და ამიერკავკასიის სამხრეთით განვითარებული ტალღური აღრევები, რომელთანაც დაკავშირებულია წლის თბილ პერიოდში უხვი ნალექები, ელჭექი და სეტყვა. აქ მზის ნათების ხანგრძლივობა მთელი წლის განმავლობაში მაღალია და მისი საშუალო წლიური სიდიდე 2500 საათს აღემატება.
მცენარეული საფარი მკვეთრად ანთროპოგენიზირებულია და დღეისათვის ძირითადად სტეპისა და ტყე-სტეპის ტიპისაა. ჩრდილო და დასავლეთის ექსპოზიციის ფერდობებზე ალაგ შემორჩენილია მუხნარი და მუხნარ- ჯაგრცხილნარი ტყეების ნაშთი ნათელი ტყის წარმომადგენელთა სიჭარბით. წყალმცირე ლოჭინისხევის და მისი შენაკადების გასწვრივ შეინიშნება ჭალის ტყის (ტუგაის ტყის) მომცრო ფრაგმენტები.