ართვინ-სომხითის ბელტის ჰიდროგეოლოგიური ოლქი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ართვინ-სომხითის ბელტის ჰიდროგეოლოგიური ოლქი''' – გრუნტის წ...)

16:45, 22 აპრილი 2024-ის ვერსია

ართვინ-სომხითის ბელტის ჰიდროგეოლოგიური ოლქი – გრუნტის წყლების ჰიდროგეოლოგიურ ოლქი საქართველოს ტერიტორიის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში. მოიცავს ახალქალაქის ლავურ მთიანეთს, აბულ-სამსრისა და ჯავახეთის ქედებს. დიდი ყალშემცველობით გამოირჩევა ახალგაზრდა ლავური განფენები, სადაც მეზოზოურკაინოზოური ასაკის დანალექ და პალეოზოურამდელ კრისტალურ ქანებთან კონტაქტში ადგილი აქვს ნაპრალურ, ჰიდროკარბონატულ კალციუმიანი შედგენილობის მძლავრი გრუნტის წყლის (რამდენიმე მ3/წმ) ნაკადების წარმოქმნას. რამდენიმე პუნქტში გვხვდება: მლაშე-ტუტე ნახშირორჟანგიანი წყლები (ნაქალაქევი, ვარძია) მაღალი გაზშემცველობით ცარცულ ნალექებში და მცირე სიმძლავრის ნახშირორჟანგიანი წყლები ბაიოსის პორფირიტულ სერიაში.


წყრო

სამცხე–ჯავახეთი — ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები