ბავრა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ბავრა''' – სოფელი სამხრეთ საქართველოში, [[ახალქალაქის მუნი...) |
16:06, 24 აპრილი 2024-ის ვერსია
ბავრა – სოფელი სამხრეთ საქართველოში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ხოსპიოს თემის საკრებულოში, ახალქალაქის პლატოს ცენტრალურ ნაწილში, მდინარე ფარავნის მარჯვენა მხარეს, აბულის (ფარავნის მარჯვენა შენაკადი) შესართავთან, ზღვის დონიდან 1650-1705 მ სიმაღლეზე, ქ. ახალქალაქიდან 4 კმ მანილზე. საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში.
სოფლის მიდამოები უტყეოა. მოსახლეობის რიცხოვნობა – 1301, რიცხობრივად უპირატესი ეროვნება – სომეხი (48 %) და ქართველი (43 %) (2002). შემორჩენილია დარბაზული ტიპის ეკლესია.