ბაკურიანისწყალი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ბაკურიანისწყალი''' – მდინარე საქართველოში, ბორჯომის მუნი...) |
17:04, 24 აპრილი 2024-ის ვერსია
ბაკურიანისწყალი – მდინარე საქართველოში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მდინარე გუჯარეთის წყლის მარცხენა შენაკადი. სიგრძეა 17 კმ, ფართობი – 44 კმ2. სათავე აქვს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე, საყველოს მთისა და ცხრაწყაროს უღელტეხილის მახლობლად. გაზაფხულზე იცის წყალდიდობა. ხეობის განიერ ნაწილში გაშენებულია კურორტი ბაკურიანი.