ბუღდაშენი (სოფელი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ბუღდაშენი, ბუღაშენი, გორელოვკა''' – სოფელი სამხრეთ [[საქართვ...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბუღდაშენი (სოფელიი)“ გადაიტანა გვერდზე „ბუღაშენი“)

13:18, 26 აპრილი 2024-ის ვერსია

ბუღდაშენი, ბუღაშენი, გორელოვკა – სოფელი სამხრეთ საქართველოში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ბარალეთის საკრებულოში, ახალქალაქის პლატოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ბარალეთის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 1695-1800 მ სიმაღლეზე, ქალაქიდან 14 კმ მანძილზე. საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში.

მიდამოები უტყეოა. მოსახლეობის რიცხოვნობა – 744, რიცხობრივად უპირატესი ეროვნება – სომეხი (2002). 1841 წლიდან ჯავახეთში დასახლებულმა რუსმა დუხობორებმა სოფელს დაარქვეს გორელოვკა.


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები