გავარის უღელტეხილი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''გავარის უღელტეხილი''' – უღელტეხილი საქართველოში, ჯავახეთ...) |
14:18, 26 აპრილი 2024-ის ვერსია
გავარის უღელტეხილი – უღელტეხილი საქართველოში, ჯავახეთის ქედზე, ნინოწმინდისა და დმანისის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, ზღვის დონიდან 1712 მ სიმაღლეზე. საცალფეხო გზით აკავშირებს მადათაფის ტბისა და მდინარე მაშავრის აუზებს. აგებულია ბაზალტური და დოლერიტული ლავებით. მიდამოები შემოსილია სუბალპური და ალპური მდელოებით.