ახალციხელი შალვა
(ახალი გვერდი: '''შალვა თორელ-ახალციხელი''' - ჯავახეთის ერისთავი XIII ს-ის დასა...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „შალვა თორელ-ახალციხელი“ გადაიტანა გვერდზე „[[თორელ-ახალციხელი შ...) |
15:29, 12 ივნისი 2017-ის ვერსია
შალვა თორელ-ახალციხელი - ჯავახეთის ერისთავი XIII ს-ის დასაწყისიდან 1226 წ-მდე. ნ. ბერძენიშვილმა პირველმა გამოთქვა ვარაუდი კიმოთისმანის წარწერაში მოხსენიებული ერისთავთ-ერისთავ შალვა თორელ-ახალციხელისა და თამარის დროინდელი ცნობილი სამხედრო მოღვაწის, შალვა ახალციხელის იგივეობის შესახებ. ეს მოსაზრება არგუმენტებით გაამყარა ნ. შოშიაშვილმა, რომელმაც გამოიკვლია თორელთა ახალციხური შტოს აღზევების გარემოებები XII-XIII სს-თა მიჯნაზე. სამეფო კარზე შალვა ახალციხელ-თორელს ეპყრა მეჭურჭლეთუხუცესის და მანდატურთუხუცესის თანამდებობები. ჯალალედინის მებრძოლებმა იგი დაატყვევეს გარნისის ბრძოლაში (1226), ერთი წლის შემდეგ შალვა ტყვეობაში გარდაიცვალა. შალვას ახალციხელის შემდეგ ჯავახეთის ერისთავობა კვლავ ახალაქალქელმა თორელებმა დაიბრუნეს.
წყაროები და ლიტერატურა
ბასილი ეზოსმოძღვარი 1959: 129; ჟამთააღმწერელი 1959: 17-71; ბერძენიშვილი 1964: 232; შოშიაშვილი 1966: 29; მესხია 1979: 162; ბახტაძე 2003: 259.
წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი2017