ჩითახევი (სოფელი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(წყარო)
ხაზი 11: ხაზი 11:
 
[[კატეგორია:საქართველოს სოფლები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს სოფლები]]
 
[[კატეგორია:სოფლები ბორჯომის მუნიციპალიტეტში]]
 
[[კატეგორია:სოფლები ბორჯომის მუნიციპალიტეტში]]
[[კატეგორია:სოფლები აღმოსავლეთ საქართველოში]]
+
[[კატეგორია:სოფლები სამცხე-ჯავახეთის მხარეში]]
[[კატეგორია:სოფლები აღმოსავლეთ საქართველოში]]
+
[[კატეგორია:სოფლები სამხრეთ საქართველოში]]

17:40, 26 აპრილი 2024-ის ვერსია

ჩითახევი – სოფელი ისტორიული თორის მხარეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, გაშენებულია მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 950 მეტრი, ბორჯომიდან 10 კილომეტრი.

ჩითახევში შემორჩენილია ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლი – „მონასტერი“, რომელსაც მეორენაირად „მწვანე მონასტერსაც“ უწოდებენ. ძეგლი აგებულია არაუადრეს XIII ს-ისა. კომპლექსში შეინიშნება გვიანდელი ხანის (XV-XVI სს.) ნაგებობებიც. სახელწოდება „მწვანე მონასტერი“ ძეგლის საპერანგე ქვის ფერიდან წარმოდგება, ისევე როგორც თბილისის „ლურჯი მონასტერი“, ქუთაის-გეგუთის „მწვანეყვავილა“ და სხვ.

სოფლის სახელწოდება ჩითახევი მდინარის სახელის მიხედვით წარმოქმნილა. ვახუშტი ბატონიშვილი ჩითახევს არ იცნობს. ჩითახევი, როგორც სოფელი ან მდინარე, უცნობია სხვა საისტორიო წყაროებისათვისაც. სამაგიეროდ, ვახუშტი ბატონიშვილი, აგრეთვე, იოანე ბაგრატიონი სააბაშიო სოფლებს შორის ასახელებენ სოფელ მონასტერს, რომელიც ჩითახევის ადრინდელ სახელად უნდა ვცნოთ. თვითონ სახელწოდება ჩითახევი, საფიქრებელია, ჩიტთახევი-საგან მომდინარეობდეს თანის მეზობლობაში მკვეთრი -ტ-თანხმოვნის ჩავარდნის (გამარტივების) გზით. მაშასადამე ტოპონიმი ჩიტთა ხევი უნდა გავიგოთ როგორც „ჩიტმრავალი ადგილი“, „ადგილი, სადაც ჩიტების გუნდი ხშირად იყრის თავს“.


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები