აბუდელაურის ტბა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 14: | ხაზი 14: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I]] | [[ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I]] | ||
| − | + | ||
[[კატეგორია: ტბები საქართველოში]] | [[კატეგორია: ტბები საქართველოში]] | ||
| − | |||
| − | |||
13:01, 29 აპრილი 2024-ის ვერსია
აბუდელაურის ტბა – მთის ტბა, მდებარეობს ხევსურეთში, ქმოსტ-როშკის თემში 2100 მეტრის სიმაღლეზე. ივსება ჭაუხის მყინვარებიდან ჩამონადენი წყლით. წლის დროთა მიხედვით ფერს იცვლის და ადგილობრივი მცხოვრებლები აბუდელაურის ტბას მითიურ-ჯადოსნურ ამბებს მოუთხრობენ.
აბუდელაურის ტბა განსაკუთრებით მჭიდროდაა დაკავშირებული იახსარის მითთან. გადმოცემით აბუდელაურის ტბას თავი შეაფარა იახსარის მიერ დამარცხებულმა დევმა. იახსარი დევს თან ჩაჰყვა, მაგრამ დევის სისხლმა წყალი შეადედა და იახსარმა ტბიდან ამოსვლა მას შემდეგ შეძლო რაც აბუდელაურის ტბაში ოთხრქა-ოთხყურა ცხვარი ჩაკლეს.
დ. გოგოჭური
ლიტერატორი
- ქართული ხალხური პოეზია, I, მ. ჩიქოვანის რედ., 1972;
- თ. ოჩიაური, მითოლოგიური გადმოცემები, 1967,