ერუშეთის ქედი
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ერუშეთის მაღლობი“ გადაიტანა გვერდზე „ერუშეთის ქედი“ გადამისა...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 7: | ხაზი 7: | ||
[[სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი]] | [[სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი]] | ||
| − | [[კატეგორია: ქედები | + | [[კატეგორია: ქედები თთურქეთში]] |
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია: |
| − | + | ||
| − | + | ||
| − | + | ||
00:30, 2 მაისი 2024-ის ვერსია
ერუშეთის ქედი, (ერუშეთის მაღლობი) – ქედი სამხრეთ საქართველოს ვულკანური ზეგნის დასავლეთ ნაწილში, საქართველოსა (ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტები) და თურქეთის საზღვარზე. უმაღლესი მწვერვალია გუმბათი (2964 მ). საქართველოს ტერიტორიაზე იგი შემოდის ერუშეთის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთი კალთით. ხასიათდება ძლიერ დანაწევრებული ზედაპირით. შემორჩენილია ძველმყინვარული ნაშთები. ძირითადი მდინარეებია: ურაველი, ქარზამეთისწყალი, წყალწითელა (მტკვრის მარცხენა შენაკადები), ჯაყისწყალი (ფოცხოვის მარჯვენა შენაკადი) და სხვ. ქედის კალთები შემოსილია ნაძვნარ-სოჭნარით, ზოგან ფიჭვნარი ტყეებით, თხემური ზოლი კი ალპურ-სუბალპური მდელოებითა და მდელო-სტეპებითაა წარმოდგენილი. მდინარე ურავლის აუზში მდებარეობს ქისათიბის დიატომიტის საბადო (ახალციხის მუნიციპალიტეტი).
წყარო
სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი[[კატეგორია: