ია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: ია, ფოტო: „ელკანა“ '''ია''' – (Viola suavis) – იისებრთა ოჯახი...)
 

მიმდინარე ცვლილება 20:37, 4 მაისი 2024 მდგომარეობით

ია, ფოტო: „ელკანა“

ია – (Viola suavis) – იისებრთა ოჯახის მრავალწლოვანი, იშვიათად ერთწლოვანი სამკურნალო მცენარე.

ეგუება ნახევრად დაჩრდილულ (მეჩხერი ტყე) და დაუჩრდილავ პირობებს. მცენარის სიმაღლეა 0.1–0.15მ. ყვავილობს თებერვალ-აპრილში, თესლი მწიფდება აპრილ-ივნისში. კარგად იზრდება სხვადასხვა მექანიკური შედგენილობის, კარგად დრენირებად ტენიანმჟავე, ნეიტრალურ და ტუტე ნიადაგებზე. შეიცავს ალკალოიდ ვიოლინს, ვიტამინებს და ეთეროვან ზეთს. გამოიყენება ხალხურ მედიცინაში. საფრთხის წინაშეა კომერციული მიზნით შეგროვების გამო.


[რედაქტირება] წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები