მაჭარწყალი (სოფელი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''მაჭარწყალი''' – სოფელი [[ბორჯომის მუნიციპალიტეტი|ბორჯომის მ...) |
მიმდინარე ცვლილება 23:28, 8 მაისი 2024 მდგომარეობით
მაჭარწყალი – სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, გვერდისუბნის თემში, მდინარე გუჯარეთისწყლის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1420-1500 მ სიმაღლეზე, ქ. ბორჯომიდან 29 კმ მანძილზე. საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. მოსახლეობის რიცხოვნობა – 6, რიცხობრივად უპირატესი ეროვნება – ქართველი (2002).
სოფელზე გადიოდა საზღვარი მებატონე ციციშვილებისა და დიდი მთავრის მიხეილ რომანოვის სამფლობელოებს შორის. როგორც ფიქრობენ, მაჭარწყალი უნდა იყოს ვახუშტი ბაგრატიონის რუკაზე აღნიშნული „წყაროსუბანი”. სახელი შესაძლებელია აქ არსებული მჟავე წყლის გამო შეერქვა.