მინაძე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''მინაძე''' – სოფელი [[ახალციხის მუნიციპალიტეტი|ახალციხის მუნ...) |
01:14, 10 მაისი 2024-ის ვერსია
მინაძე – სოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვრისა და ურავლის შეერთების ადგილას, მტკვრის ორივე ნაპირას, ზღვის დონიდან 940-1000 მ სიმაღლეზე, ქ. ახალციხიდან 6 კმ მანძილზე, თემის ცენტრი (სოფლები: მინაძე, ღრელი, ჭაჭარაქი), ახალციხე-ასპინძის საავტომობილო გზაზე. მიდამოები უტყეოა. სოფელში მიკვლეულია მიწაში ჩაფლული მარანი და ქვევრები. მოსახლეობის რიცხოვნება – 395 კაცი, უპირატესი ეროვნება (88 %) – ქართველი (2002).