ნანაძირი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ნანაძირი, ნანაზირი, „ბებიას მსხალი”''' – (Pyrus communis), მესხური მსხლ...)
 

მიმდინარე ცვლილება 13:23, 11 მაისი 2024 მდგომარეობით

ნანაძირი, ნანაზირი, „ბებიას მსხალი” – (Pyrus communis), მესხური მსხლის ჯიში. ფართოდ გავრცელებულია მესხეთში. გვხვდება შიდა ქართლშიც. სრულ მსხმოიარობაში შედის მე-8-10 წელს. ნაყოფი საშუალო ზომისაა, ბოთლისებრი, მოყვითალო, სქელკანიანი, მზის მხარეს ბაცი ვარდისფერი. რბილობი ტკბილი და წვნიანია. საშუალო მოსავლიანია (იძლევა 230 კგ, ცალკეული ხეები – 600 კგ მოსავალს). ინახება მცირე ხანს და სუსტად ტრანსპორტაბელურია. გამძლეა დაავადებების მიმართ.


[რედაქტირება] წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები