ნაქურდევი (სოფელი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ნაქურდევი''' – სოფელი [[ადიგენის მუნიციპალიტეტი|ადიგენის მუ...) |
მიმდინარე ცვლილება 13:54, 11 მაისი 2024 მდგომარეობით
ნაქურდევი – სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტში, მდინარე აბასთუმნისწყლის ხეობაში, ზღვის დონიდან 1160-1670 მ სიმაღლეზე, დაბა ადიგენიდან 20 კმ მანძილზე, ბენარის თემში. შემორჩენილია XIX საუკუნის მეჩეთი. საქართველოს მთავრობის 2015 წლის N671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. მოსახლეობის რიცხოვნობა – 119, რომელთა 92 % ქართველია (2002).