ოთა (სოფელი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ოთა''' – სოფელი [[ასპინძის მუნიციპალიტეტი|ასპინძის მუნიციპა...)
 

მიმდინარე ცვლილება 01:24, 12 მაისი 2024 მდგომარეობით

ოთა – სოფელი ასპინძის მუნიციპალიტეტში, ახალციხის ქვაბულის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარეების ოთისა და ჯაბიეთის შესართავთან, ოთის ორივე მხარეს, ზღვის დონიდან 1280-1400 მ სიმაღლეზე, დაბა ასპინძიდან ჩრდილო-დასავლეთით 7 კმ მანძილზე, თემის ცენტრი. მოსახლეობის რიცხოვნობა – 375, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი (99 %) ქართველი (2002). საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. სოფელში დგას ოთის ციხე, მის სიახლოევს კი – შორეთის ციხე.

ოთის ხეობა მერქნიანი მცენარეების სიუხვით იყო ოდითგანვე გამორჩეული. მაგრამ ადამიანმა ის გაანადგურა. ალ. ფორნელი წერდა: „რადგან საწვავი შეშა-ფიჩხი არ მოიპოვება ადგილობრივ, ჯავახნი იძულებულნი არიან, ხის მასალა შორიდან მიიტანონ სახლ-კარის ასაშენებლად. ხის მასალა გამოაქვთ ბორჯომის, ოთისა და ზემო ოშორის ტყეებიდან... დიდ შრომასა და ჯაფას აძლევს ჯავახი ხის მასალის მოტანას. ერთი ხის მოტანას ყევარი ხარით და ურმით ექვსა და რვა დღეს უნდება ხოლმე”


[რედაქტირება] წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები