კონსტანტა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''კონსტანტა''' – (''ლათ''. constans – მუდმივი, უცვლელი) − მუდმივი სიდიდე ...) |
მიმდინარე ცვლილება 15:29, 14 მაისი 2024 მდგომარეობით
კონსტანტა – (ლათ. constans – მუდმივი, უცვლელი) − მუდმივი სიდიდე ვექტორული ან სკალარული სიდიდე, რომელიც ინარჩუნებს მუდმივ მნიშვნელობას ამოცანათა ფართო წრეში. მაგალითად, π არის კონსტანტა, იგი გამოსახავს წრეწირის სიგრძის შეფარდებას მისი დიამეტრის სიგრძესთან. კონსტანტა არის ევკლიდეს გეომეტრიაში ნებისმიერი სამკუთხედის კუთხეების სიდიდეთა ჯამი.
თუ x სიდიდე მუდმივია, ასე აღინიშნება: x = const, აგრეთვე x=c.