საძელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''საძელი, სასძლო''' – სოფელი [[ახალციხის მუნიციპალიტეტი|ახალცი...) |
23:21, 14 მაისი 2024-ის ვერსია
საძელი, სასძლო – სოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: საძელი, ხაკი), ახალციხის ქვაბულში, ზღვის დონიდან 1190-1250 მ სიმაღლეზე, ქ. ახალციხიდან 5 კმ მანძილზე, ვალე-ახალციხის საავტომობილო გზაზე. მოსახლეობის რიცხოვნობა – 607, რიცხობრივად უპირატესი ეროვნება (99 %) – სომეხი (2002).
საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. მიდამოები უტყეოა. სოფელში მიკვლეულია მიწაში ჩაფლული დიდი ტევადობის ქვევრები. ვახუშტი ბაგრატიონი იხსენიებს „სასძლოს” სახელით. საძელი ნიშნავს ჭურის სარეცხელს (საბა).