ტოლოში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ტოლოში''' – სოფელი [[ასპინძის მუნიციპალიტეტი|ასპინძის მუნიც...)
 

მიმდინარე ცვლილება 20:50, 15 მაისი 2024 მდგომარეობით

ტოლოში – სოფელი ასპინძის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი, მდინარე ტაშლაყაშის (მტკვრის მარცხენა შენაკადი) ორივე მხარეს, ზღვის დონიდან 1115-1260 მ სიმაღლეზე, დაბა ასპინძიდან სამხრეთით 15 კმ მანძილზე. საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. მოსახლეობის რიცხოვნობა – 596. უპირატესი ეროვნება (96%) – ქართველი (2002). სოფლის მიდამოები უტყეოა.

შემორჩენილია ერთნავიანი დარბაზული ეკლესია ალანძა, ანუ ტოლოში (VIII-IX სს). 1950-იან წლებში ვაზი ასპინძურა, ხარისთვალა თეთრი და ბუდეშური თეთრის ცალკეული ეგზემპლარები იყო შემონახული. ფართოდ იყო გავრცელებული ვაზი ხარისთვალა თეთრი. სოფელ ტოლოშის მიდამოებში შემორჩენილია ტერასებსა და ჭალებში.


[რედაქტირება] წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები