მეითარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''მეითარი''' - (სპარს. mehtar - სარიქიფოს, მეფის გარდერობის მოხელე) მე...)

15:17, 13 ივნისი 2017-ის ვერსია

მეითარი - (სპარს. mehtar - სარიქიფოს, მეფის გარდერობის მოხელე) მეფის პირადი მსახური.

ასრულებდა დასავლეთ ევროპული მეფის კამერდინერის მსგავს ფუნქციას. „მეითარი ბატონს თავს დაადგებოდეს, ხელსახოცს მიართმევდეს, მერიქიფეს ამსახურებდეს, [ბატონის] ტანისამოსი მის ხელთ არის. დუშალიკის ნახევარი მეითარისა არის, შიგნით და გარეთ ბატონთან გაუყრელობა და შინაყმობა დიდი აქუს“.

მეითარი მეფესთან დაახლოებული პირი იყო და მისი დიდი ნდობით სარგებლობდა. ამდენად, მეითარობა საპატიო თანამდებობად ითვლებოდა. მეითარი, როგორც მეფის პირადი მსახური, ფორმალურად სახლთუხუცესს უნდა დაქვემდებარებოდა, მაგრამ რამდენადაც უშუალოდ იყო დაკავშირებული მეფესთან, მისი დაქვემდებარება ფორმალურ ხასიათს ატარებდა.



წყაროები და ლიტერატურა

დასტურლამალი 1970: 662; სურგულაძე 1952: 203-204.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები