ფარავანი (ტბა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:Faravnis tba.PNG|thumb|ფარავნის ტბა]]
+
[[ფაილი:Faravnis tba.PNG|thumb|250პქ|ფარავნის ტბა]]
 
'''ფარავანი,''' (ძვ. თაფარავნა, თავ-ფარავანი) – ტბა [[ჯავახეთის ზეგანი|ჯავახეთის ზეგანზე]], [[აბულ-სამსრის ქედი|აბულ-სამსრისა]] და ჯავახეთის ქედებს შორის მდებარე ქვაბულში, [[ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი|ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში]], ზღვის დონიდან 2073 მ სიმაღლეზე.  
 
'''ფარავანი,''' (ძვ. თაფარავნა, თავ-ფარავანი) – ტბა [[ჯავახეთის ზეგანი|ჯავახეთის ზეგანზე]], [[აბულ-სამსრის ქედი|აბულ-სამსრისა]] და ჯავახეთის ქედებს შორის მდებარე ქვაბულში, [[ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი|ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში]], ზღვის დონიდან 2073 მ სიმაღლეზე.  
  

23:28, 15 მაისი 2024-ის ვერსია

ფარავნის ტბა

ფარავანი, (ძვ. თაფარავნა, თავ-ფარავანი) – ტბა ჯავახეთის ზეგანზე, აბულ-სამსრისა და ჯავახეთის ქედებს შორის მდებარე ქვაბულში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2073 მ სიმაღლეზე.

ზედაპირისა და აუზის ფართობების (37.5 კმ2 და 234 კმ2) მიხედვით, იგი პირველ ადგილზეა საქართველოში. თუმცა წყლის მოცულობით (91 მლნ მ3) საქართველოში არ გამოირჩევა და მხოლოდ მესამე ადგილი უკავია, ტაბაწყურისა და რიწის ტბების შემდეგ. ეს განპირობებულია ტბის თხელ წყლიანობით. მისი მაქსიმალური სიღრმეა 3.3 მ. ღრმაწყლიანი ტბებისაგან განსხვავებით, აქ მცირეა წყლის დონის რყევადობა (32 სმ საშუალოდ წელიწადში), თუმცა დამახასიათებელია ღელვა. წყალი მტკნარია (80 მგ/ლ), მაგრამ ძლიერ მღვრიე. საქართველოს ტბებს შორის იგი ყველაზე მღვრიეა, რაც განპირობებულია თხელწყლიანობითა და ღელვებით. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით დამახასიათებელია ზაფხულში (ტბის წყლის გამჭირვალობაა 0.3 მ). ზამთარში იგი შედარებით უფრო გამჭვირვალეა. ყინულსაფარი აქ 4-5 თვის განმავლობაშია და მისი სისქე 47-73 სმ-ს შეადგენს. ტბაში ჩაედინება პატარა მდინარეები (შაორი ანუ შაშკა, საბადოსწყალი, როდიონოვკისწყალი და სხვ.), ხოლო მისი სამხრეთი ნაპირიდან გაედინება ფარავანი (მტკვრის მარჯვენა შენაკადი).

ძველად ტბის მიდამოებში მრავალი ცხოველი ყოფილა: არჩვი, გარეული თხა, ირემი და სხვ. ამაზე ხალხური ლექსიც მეტყველებს. ტბა მდიდარია თევზით. განსაკუთრებით კალმახითა და ხრამულით. მასში ხელოვნურადაა გაშენებული ჭაპალა (რიაპუშკა). თევზჭერის სეზონი თითქმის მთელი წელია. მცირე ინტენსივობით მიმდინარეობს ევტროფიკაციული პროცესები.


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები