ქანას ჩიტისთავა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ქანას ჩიტისთავა''' – (Gagea chanae Grossh), ბოლქვიანი, სამკურნალო მცენარე...)
 

მიმდინარე ცვლილება 14:02, 16 მაისი 2024 მდგომარეობით

ქანას ჩიტისთავა – (Gagea chanae Grossh), ბოლქვიანი, სამკურნალო მცენარე შროშანისებრთა ოჯახისა. ფართოდ გავრცელებული კავკასიის ენდემური სახეობაა. გვხვდება მესხეთსა და ჯავახეთში. იზრდება მშრალ ფერდობებზე, არიდულ მცენარეულობაში. მცენარის სიმაღლეა 3-7 სმ. ყვავილობს მარტ-აპრილში. იზრდება მჟავე, ნეიტრალურ და ტუტე ნიადაგზე. შეუძლია ზრდა ნახევრად დაჩრდილულ (მეჩხერი ტყე) ან მზიან ადგილებში. იყენებენ საკვებად და ხალხურ მედიცინაში. საფრთხის წინაშეა შეგროვებისა და ძოვების გამო.



[რედაქტირება] წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები