ქარცები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ქარცები''' – სოფელი [[ახალქალაქის მუნიციპალიტეტი|ახალქალაქ...)
 

მიმდინარე ცვლილება 14:20, 16 მაისი 2024 მდგომარეობით

ქარცები – სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ახალქალაქის პლატოს დასავლეთ ნაწილში, ქალაქ ახალქალაქიდან სამხრეთ-დასავლეთით, ზღვის დონიდან 1720-1745 მ სიმაღლეზე, ოკამის თემში. საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. მოსახლეობის რიცხოვნობა – 156, უპირატესი ეროვნება (99 %) – სომეხი (2002). შემორჩენილია შუა საუკუნეების ეკლესიის ნანგრევები.

1947 წელს აქ დასახლდნენ სოფელ მოდეგიდან ჩამოსული სომხები, 1944 წელს კი აქედან გაასახლეს მაჰმადიანები. სოფელში ძველად დიდი ეკლესია მდგარა, რომელიც გადაუკეთებიათ და ეგვტერი მიუშენებიათ. შემორჩენილია ეკლესიის ნანგრევები, წარწერების (XV-XVI სს.) ფრაგმენტები.


[რედაქტირება] წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები