ქვაბლოვანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ქვაბლოვანი''' – დასახლებული პუნქტი ძველ საქართველოში, მდი...) |
მიმდინარე ცვლილება 15:57, 16 მაისი 2024 მდგომარეობით
ქვაბლოვანი – დასახლებული პუნქტი ძველ საქართველოში, მდინარე ქვაბლიანის ხეობაში, მის ორივე მხარეს, ამჟამინდელი სოფელი ფლატეს (ადიგენის მუნიციპალიტეტი) სამხრეთით. იგი დატანილია ვახუშტი ბაგრატიონის „სამცხის” რუკაზე (XVIII ს.), მოხსენიებულია აგრეთვე „გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში” (XVI ს.) და გიულდენშტედტის მოგზაურობაში (XVIII ს.). სახელწოდება მომდინარეობს სიტყვა „ქვაბული”-საგან. ფუძისეული ასო „უ” ამოვარდნის შედეგად „ქვაბულიანის” ნაცვლად მივიღეთ „ქვაბლიანი”.