ყაურმა (სოფელი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ყაურმა (სოფელი)“ გადაიტანა გვერდზე „გორვაკე“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გორვაკე“ გადაიტანა გვერდზე „ყაურმა (სოფელი)“ გადამისამართება...) |
21:27, 18 მაისი 2024-ის ვერსია
ყაურმა, კაურმა, გორვაკე – სოფელი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ეშტიის საკრებულოში, ჯავახეთის ზეგანზე, მდინარე ფარავნის ნაპირებზე, მდინარე ეშტიისწყლის შესართავთან, ზღვის დონიდან 1835-1880 მ სიმაღლეზე, ქ. ნინოწმინდიდან ჩრდილოეთით 7 კმ მანძილზე, ნინოწმინდა-ეშტიის საავტომობილო გზაზე. საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. მოსახლეობის რიცხოვნობა – 398, რიცხობრივად უპირატესი ეროვნება – სომეხი (2002).
შემორჩენილია შუა საუკუნეების ეკლესია, 5-თაღიანი ხიდი მდ. ფარავანზე და ყაურმის მეგალითური ნაციხარი – „ყალა ციხე”. „ყაურმა” თურქულენოვანი ტოპონიმია და თურქეთიდან გადმოსახლებულ სომეხმა მოსახლეობამ დაამკვიდრა. სოფლის ქართული სახელია „გორვაკე”.