წაღვერი (კურორტი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''წაღვერი''' – კურორტი [[ბორჯომის მუნიციპალიტეტი|ბორჯომის მუნ...) |
მიმდინარე ცვლილება 13:24, 20 მაისი 2024 მდგომარეობით
წაღვერი – კურორტი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე, მდინარე გუჯარეთისწყლის ხეობაში, ზღვის დონიდან 1020-1130 მ სიმაღლეებზე, ქ. ბორჯომიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 14 კმ მანძილზე. კლიმატი საშუალო მთის ტიპისაა. ზამთარი ზომიერად რბილი (იანვრის საშუალო ტემპერატურა – -3.50C) და თოვლიანი, ზაფხული – ზომიერად თბილი (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა – +18.30C) და მშრალი. ატმოსფერული ნალექების წლიური რაოდენობაა 585 მმ. ძირითადი სამკურნალო ფაქტორია სასარგებლო ჰავა და მინერალური წყალი.