წუნდა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''წუნდა, ჰური, ქაჯატუნი, ქაჯთა ციხე, ნაქალაქევი''' – ისტორიული ქ...)
 

მიმდინარე ცვლილება 21:50, 20 მაისი 2024 მდგომარეობით

წუნდა, ჰური, ქაჯატუნი, ქაჯთა ციხე, ნაქალაქევი – ისტორიული ქალაქი ჯავახეთში, მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს, ახლანდელი ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებს – ნაქალაქევსა და თმოგვს – შორის; ჯავახეთის ძველი ცენტრი. ტოპონიმთა სიმრავლე საინტერესო მინიშნებებს იძლევა ქალაქის წარმოშობა-განვითარებაზე. მისი დაარსება მიეწერება ლეგენდარულ მცხეთოსის ვაჟს – ჯავახოსს. XI საუკუნის ისტორიკოსის ცნობით, იგი უძველეს ქალაქადაა დასახელებული, XV-XVI საუკუნეებში კი თანდათან კნინდება, რაც ახალი ქალაქების – თმოგვისა და ახალქალაქის – დაწინაურებითაა გამოწვეული. შემორჩენილია ციხე და ეკლესია (XI-XII სს).

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები