ხავეთი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ხავეთი''' – სოფელი [[ახალქალაქის მუნიციპალიტეტი|ახალქალაქი...) |
მიმდინარე ცვლილება 15:27, 21 მაისი 2024 მდგომარეობით
ხავეთი – სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ახალქალაქის პლატოზე, მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1680-1740 მ სიმაღლეზე, ქ. ახალქალაქიდან 32 კმ მანძილზე, ხავეთის თემის საკრებულოს ცენტრი. მოსახლეობის რიცხოვნობა – 369. მათი უმრავლესობა (99 %) სომეხია (2002). საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში.