წედისი (გორის მუნიციპალიტეტი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''წედისი''' – სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლი...)
 
ხაზი 5: ხაზი 5:
 
საისტორიო-ეკონომიკურ ძეგლებში ქართლის სოფელი წედისი XVII-XVIII საუკუნეებიდან არის მოხსენიებული. ამ ეპოქის ერთ-ერთ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ წედისს, ატენს, ოლოზღუარებს (?) ჯოხისს და ბნავისს მდებარე სურხან თურმანიძის მამულები თეიმურაზ მეფეს იოთამ ამილახორისათვის უბოძებია. იოთამს ეს მამულები მხოლოდ თურმანიძის ცოლის ქეთაონის გარდაცვალების შემდეგ უნდა დაეკავებინა“.
 
აქვე ვახუშტის მოჰყავს ცნობა, რომელიც შეიძლება განმსაზღვრელი აღმოჩნდეს სახელწოდება წედისის ეტიმოლოგიის გარკვევაში. ვახუშტის თქმით წედისში „არს [[ლითონი]] [[რკინა|რკინისა]] და იღებენ მრავალსა“. წედისი აშკარად -ის სუფიქსით არის გაფორმებული. ძირია წედ-, რომელიც ჩვენ წიდ- სიტყვის დიალექტურ ფორმად გვესახება. წიდა კი ეწოდება [[მადანი|მადნის]] გადამუშავების (წვის) შედეგად მიღებულ ნარჩენ მასას. მაშასადამე [[ტოპონიმი|ტოპონიმ]] წედისში ასახული ყოფილა ქართლში ოდითგან არსებული მეტალურგიული შინარეწვის ფაქტი. ქართლის წედისი რკინის მადნით, საფიქრებელია, ადგილობრივი კარიერებიდან მარაგდებოდა (შდრ. ტოპონიმები სარკინე, სარკინეთი, მადნეული…); საბოლოოდ წედისი ნიშნავს: „სოფელი, სადაც რკინის სადნობი ქურები ყოფილა მოწყობილი“.  
+
აქვე ვახუშტის მოჰყავს ცნობა, რომელიც შეიძლება განმსაზღვრელი აღმოჩნდეს სახელწოდება წედისის [[ეტიმოლოგია|ეტიმოლოგიის]] გარკვევაში. ვახუშტის თქმით წედისში „არს [[ლითონი]] [[რკინა|რკინისა]] და იღებენ მრავალსა“. წედისი აშკარად -ის სუფიქსით არის გაფორმებული. ძირია წედ-, რომელიც ჩვენ წიდ- სიტყვის დიალექტურ ფორმად გვესახება. წიდა კი ეწოდება [[მადანი|მადნის]] გადამუშავების (წვის) შედეგად მიღებულ ნარჩენ მასას. მაშასადამე [[ტოპონიმი|ტოპონიმ]] წედისში ასახული ყოფილა ქართლში ოდითგან არსებული მეტალურგიული შინარეწვის ფაქტი. ქართლის წედისი რკინის მადნით, საფიქრებელია, ადგილობრივი კარიერებიდან მარაგდებოდა (შდრ. ტოპონიმები სარკინე, სარკინეთი, მადნეული…); საბოლოოდ წედისი ნიშნავს: „სოფელი, სადაც რკინის სადნობი ქურები ყოფილა მოწყობილი“.  
  
==წყარო==
 
==წყარო==

მიმდინარე ცვლილება 19:12, 26 მაისი 2024 მდგომარეობით

წედისი – სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის გორის მუნიციპალიტეტში (ატენის თემი).

გაშენებულია თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ათრევის (ტანის მარცხ. შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 760 მეტრი, გორიდან 7 კილომეტრი.

საისტორიო-ეკონომიკურ ძეგლებში ქართლის სოფელი წედისი XVII-XVIII საუკუნეებიდან არის მოხსენიებული. ამ ეპოქის ერთ-ერთ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ წედისს, ატენს, ოლოზღუარებს (?) ჯოხისს და ბნავისს მდებარე სურხან თურმანიძის მამულები თეიმურაზ მეფეს იოთამ ამილახორისათვის უბოძებია. იოთამს ეს მამულები მხოლოდ თურმანიძის ცოლის ქეთაონის გარდაცვალების შემდეგ უნდა დაეკავებინა“.

აქვე ვახუშტის მოჰყავს ცნობა, რომელიც შეიძლება განმსაზღვრელი აღმოჩნდეს სახელწოდება წედისის ეტიმოლოგიის გარკვევაში. ვახუშტის თქმით წედისში „არს ლითონი რკინისა და იღებენ მრავალსა“. წედისი აშკარად -ის სუფიქსით არის გაფორმებული. ძირია წედ-, რომელიც ჩვენ წიდ- სიტყვის დიალექტურ ფორმად გვესახება. წიდა კი ეწოდება მადნის გადამუშავების (წვის) შედეგად მიღებულ ნარჩენ მასას. მაშასადამე ტოპონიმ წედისში ასახული ყოფილა ქართლში ოდითგან არსებული მეტალურგიული შინარეწვის ფაქტი. ქართლის წედისი რკინის მადნით, საფიქრებელია, ადგილობრივი კარიერებიდან მარაგდებოდა (შდრ. ტოპონიმები სარკინე, სარკინეთი, მადნეული…); საბოლოოდ წედისი ნიშნავს: „სოფელი, სადაც რკინის სადნობი ქურები ყოფილა მოწყობილი“.

[რედაქტირება] წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები