სვანეთის უბანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(წყარო)
ხაზი 9: ხაზი 9:
 
==წყარო==
 
==წყარო==
 
[[ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი]]
 
[[ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი]]
[[კატეგორია:თბილისს უბნები]]
+
[[კატეგორია:თბილისის უბნები]]

19:50, 30 მაისი 2024-ის ვერსია

სვანეთის უბანიქალაქ თბილისის ერთ-ერთი უბანთაგანი. იგი წარმოიქმნა XIX ს-ის I ნახევარში. სვანეთის უბანში ძირითადად შედის ლამის ქუჩა და მისი მიმდებარე უბნები.

სახელწოდება

ტოპონიმ სვანეთის უბნის წარმოშობას უკავშირებენ ეთნონიმ სვანს: „ეს უბანი თავდაპირველად დასახლებული იყო სვანებითო“, – წერდა გრ. ზარდალიშვილი. აქვე იგი გვაწვდის ცნობას, სვანეთის უბნისათვის მოგვიანებით შრომისუბანი შეურქმევიათო.

სვანეთის უბანი როგორც დგინდება, ეთნონიმ სვანთან არაფერ კავშირშია. ამ უბნის პირველმოსახლენი, როგორც ისტორიული საბუთებით მტკიცდება, გორის რაიონიდან ჩამოსული სვენელები ყოფილან. სოფ. სვენეთის მცხოვრებთა თბილისში გადმოსვლისა და მათი კომპაქტურად დასახლების ფაქტი ნათლად ასახულა ტოპონიმში, რომელიც თავდაპირველად სვენეთის უბნად გამოითქმოდა. სვენეთის უბანი (იგივე სვენელების უბანი) დროთა განმავლობაში სატომო სახელ სვანთან გააზრიანებულა და შედეგად სვანეთის უბანი მიგვიღია.

წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები