აზაბი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „აზაბი“ გადაიტანა გვერდზე „აზაბ ტიღა“)
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „აზაბ ტიღა“ გადაიტანა გვერდზე „აზაბი“ გადამისამართებაზე)

16:18, 14 ივნისი 2017-ის ვერსია

აზაბ-ი / აზაბ ტიღა (სომხ. ազաբ /ազաբ տղա ) – 15 წლის ასაკს გადაცდენილი უცოლო ვაჟი, რომელსაც შეეძლო უცოლოთა კავშირის („აზაბნერუ მიუთიან-ი“) წევრი გამხდარიყო. საამისოდ 16-17 წლის ბიჭები წერილობით ან სიტყვიერად მიმართავდნენ კავშირის ხელმძღვანელს („გილხავორ-ი“) და ფიცს დებდნენ, არ ეღალატათ კავშირისათვის, არ დაერღვიათ მისი წესდება, ყოფილიყვნენ ფრთხილნი და საქმის ერთგულნი. ამასთან, განმცხადებელს ერთგვარი გამოცდა უნდა ჩაებარებინა: მას რაიმე სახის სამუშაოს ავალებდნენ, ან გართობის დროს რაიმე როლს სთავაზობდნენ; თუ დავალებას წარმატებით გაართმევდა თავს, კავშირის წევრი ხდებოდა. იყვნენ აზაბები, რომელთაც ან არ სურდათ კავშირის წევრობა, ან სათანადო უნარი არ გააჩნდათ. 15 წელზე ნაკლები ასაკის ყმაწვილებს ნებას რთავდნენ, მისულიყვნენ კავშირის წევრთა შეკრებებზე, ეცქირათ მათი თამაშებისა და ცეკვებისათვის.


ლიტერატურა

  • Лисициан С. Старинные пляски и театральные представления армянского народа. Т. I. Ереван, 1958.


წყარო

ნუგზარ ანთელავა. კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები. - გამომცემლობა „უნივერსალი“,- თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები