მუნქე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''მუნქე, მანგუ''' – (1208-59), მონღოლთა იმპერიის მეოთხე ყაენი 1251-დან, თ...)

15:35, 1 ივნისი 2024-ის ვერსია

მუნქე, მანგუ – (1208-59), მონღოლთა იმპერიის მეოთხე ყაენი 1251-დან, თულუს ვაჟი, ჩინგიზ-ყაენის შვილიშვილი. ტახტზე ავიდა ოქროს ურდოს გამგებლის, ბათო-ყაენის მხარდაჭერით. ცდილობდა მმართველობის აპარატის გამტკიცებას, მიწათმოქმედებისა და ხელოსნობის აღორძინებას, მფარველობდა მსხვილ საბითუმო ვაჭრობას. მის დროს, 1254, სახელმწიფოში ჩატარდა აღწერა არღუნ-აღას ხელმძღვანელობით, აღიწერა და დაიბეგრა ყველაფერი, რაც შემოსავალს იძლეოდა. მისი სახელით (გარდაცვალების შემდეგ) 1252-60 თბილისში იჭრებოდა მონეტები.



წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები