ბათო-ყაენი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 20: | ხაზი 20: | ||
[[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | [[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:მონღოლი ყაენები]] |
[[კატეგორია:ჩინგიზიდები]] | [[კატეგორია:ჩინგიზიდები]] | ||
15:36, 1 ივნისი 2024-ის ვერსია
ბათო-ყაენი, ბათუ, საინ-ხანი (დ. 1208 – გ. 1255), მონღოლი ყაენი (ხანი), ჯუჩის ძე, ჩინგიზ-ყაენის შვილიშვილი. მამის სიკვდილის შემდეგ (1227) სათავეში ჩაუდგა ჯუჩის ულუსს.
1236 წელს დაიპყრო ყივჩაყთა ქვეყანა, 1237-40 წლებში დაიმორჩილა რუსეთი, ეომა ოსებს და ჩერქეზებს, 1240-42 წლებში ილაშქრა ცენტრალურ ევროპაში (პოლონეთი, ჩეხეთი, უნგრეთი, დალმაცია). 1243 წელს ევროპის ლაშქრობიდან უკან გამობრუნებულმა ვოლგაზე, სადაც დაარსდა მისი სატახტო ქალაქი სარაი-ბათუ, ჩამოაყალიბა სახელმწიფო ჯუჩის ულუსი – ოქროს ურდო, გადაჭიმული ირტიშიდან დუნაიმდე. ბათო-ყაენთან ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს, რომელიც ამ დროს მონღოლთა დიდ ყაენს ემორჩილებოდა.