მუნქე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''მუნქე, მანგუ''' – (1208-59), მონღოლთა იმპერიის მეოთხე ყაენი 1251-დან, თ...) |
(→წყარო) |
||
ხაზი 8: | ხაზი 8: | ||
[[კატეგორია:მონღოლი ყაენები]] | [[კატეგორია:მონღოლი ყაენები]] | ||
[[კატეგორია:მონღოლეთის იმპერიის მმართველები]] | [[კატეგორია:მონღოლეთის იმპერიის მმართველები]] | ||
+ | [[კატეგორია:ჩინგიზიდები]] |
15:36, 1 ივნისი 2024-ის ვერსია
მუნქე, მანგუ – (1208-59), მონღოლთა იმპერიის მეოთხე ყაენი 1251-დან, თულუს ვაჟი, ჩინგიზ-ყაენის შვილიშვილი. ტახტზე ავიდა ოქროს ურდოს გამგებლის, ბათო-ყაენის მხარდაჭერით. ცდილობდა მმართველობის აპარატის გამტკიცებას, მიწათმოქმედებისა და ხელოსნობის აღორძინებას, მფარველობდა მსხვილ საბითუმო ვაჭრობას. მის დროს, 1254, სახელმწიფოში ჩატარდა აღწერა არღუნ-აღას ხელმძღვანელობით, აღიწერა და დაიბეგრა ყველაფერი, რაც შემოსავალს იძლეოდა. მისი სახელით (გარდაცვალების შემდეგ) 1252-60 თბილისში იჭრებოდა მონეტები.