ნავთობის ექსპორტიორი არაბული ქვეყნების ორგანიზაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ნავთობის ექსპორტიორი არაბული ქვეყნების ორგანიზაცია''' – (ო...)
 

მიმდინარე ცვლილება 21:49, 1 ივნისი 2024 მდგომარეობით

ნავთობის ექსპორტიორი არაბული ქვეყნების ორგანიზაცია – (ოაპეკი: Organization of Arab Petroleum Exporting Countries, OAPEC), საერთაშორისო სამთავრობათაშორისო ორგანიზაცია, რომელიც 1968 დააარსეს საუდის არაბეთმა. ქუვეითმა და ლიბიამ. ხელშეკრულება ოაპეკის შექმნის შესახებ ღია იყო შესაერთებლად იმ არაბული ქვეყნებისათვის, რომელთა სავალუტო შემოსავალი ნავთობის გაყიდვისაგან არ წარმოადგენდა შემოსავლის ძირითად წყაროს (ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციისაგან). ოაპეკს შეუერთდა ალჟირი, კატარი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ტუნისი, სირია და ეგვიპტე. 1982 ოაპეკის წევრ-ქვეყნების წილად მოდიოდა კაპიტალისტური სამყაროს ნავთობის მარაგის 49%, ნავთობის მოპოვების – 31% და ექსპორტის – 50%. წესდებით ორგანიზაციის მიზანია უზრუნველყოს მისი წევრების ინტერესები და განსაზღვროს მათი თანამშრომლობის გზები ნავთობის მრეწველობის განვითარების, ნავთობის მოპოვებისა და გასაღების სფეროებში. ოაპეკი ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციისგან განსხვავებით არ განსაზღვრავს გასაყიდი ნავთობის მოცულობას და მასზე ფასს. ოაპეკის ხელმძღვანელი ორგანოა ნავთობის მრეწველობის მინისტრთა საბჭო, რომელსაც იწვევენ წელიწადში ორჯერ. მისი შტაბ-ბინა ელ-ქუვეითშია.

[რედაქტირება] წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები