ოლივის საზავო ხელშეკრულება 1660
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: ოლივის საზავო ხელშეკრულება 1660 – ხელი მოაწერეს ოლივის მონასტ...) |
16:18, 6 ივნისი 2024-ის ვერსია
ოლივის საზავო ხელშეკრულება 1660 – ხელი მოაწერეს ოლივის მონასტერში დანციგთან (გდანსკი) ახლოს. დაიდო, ერთი მხრივ, შვედეთსა და, მეორე მეორე, რეჩ პოსპოლიტას, ავსტრიასა და ბრანდენბურგ-პრუსიის სახელმწიფოს შორის, საფრანგეთის შუამდგომლობით, რომელმაც ხელშეკრულებას ხელი მოაწერა როგორც გარანტმა. დაასრულა 1655-60 ჩრდილოეთის ომი.
ხელშეკრულებით პოლონეთის მეფე იან II კაზიმირი უარს ამბობდა შვედეთის სამეფო ტახტის მემკვიდრეობაზე. შვედეთმა დაიმკვიდრა ესტლანდია კუნძულ ეზელით და თითქმის მთელი ლიფლანდია, მას დაუბრუნდა პომერანიაში სამფლობელოები, უქმდებოდა აღმოსავლეთ პრუსიის ვასალური დამოკიდებულება პოლონეთზე, რომელიც გამტკიცებული იყო ველიავსკო-ბიდგოშის ხელშეკრულებით 1657.