შაჰნავაზ III

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „შაჰნავაზ III“ გადაიტანა გვერდზე „ბაგრატიონი ბაქარ“ გადამისამარ...)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბაგრატიონი ბაქარ“ გადაიტანა გვერდზე „შაჰნავაზ III“ გადამისამარ...)
 

მიმდინარე ცვლილება 21:34, 7 ივნისი 2024 მდგომარეობით

ბაქარ ბაგრატიონი

ბაქარ ბაგრატიონი − (1699/1700, ქ. თბილისი – 01.02.1750, ქ. მოსკოვი), ქართლის მეფე 1717–1719 წლებში ვახტანგ VI-ის ძე. 1716 წელს იძულებით გამაჰმადიანებული და ქართლის მეფედ (ვალი) დამტკიცებული ვახტანგ VI საქართველოში მხოლოდ 1719 წელს დაბრუნდა. მის მაგივრად ქართლს ბაქარი მართავდა (შაჰ ნავაზ-ხანის სახელით). 1724 წელს მან მამასთან ერთად დატოვა საქართველო და რუსეთში გაემგზავრა. 1727 წელს ბაქარს მიენიჭა რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტის წოდება. ბაქარმა რუსეთში გააგრძელა არჩილ II-ის მიერ დაწყებული ქართული ბიბლიის გამოცემის საქმე. მან თავის ნახევარძმას, ვახუშტი ბატონიშვილს, სთხოვა წაეკითხა და შეესწავლა არჩილის მიერ 1705 წელს გამოცემული, აგრეთვე გამოუცემელი (ხელნაწერი) ტექსტები, შეედარებინა ისინი ხელახლა ბიბლიის სლავურ ვერსიასთან და შეესწორებინა ყველა უზუსტობა. ვახუშტი ბატონიშვილმა დიდი სამუშაო გასწია და შეასწორა თითქმის ყველა წიგნი, რომლებიც დაყო თავებად და მუხლებად და მოამზადა სრული ტექსტი დასაბეჭდად. მიუხედავად იმისა, რომ ბაქარმა ვერ მიიღო რუსეთის მთავრობისგან გამოცემისათვის საჭირო თანხები, მან თავისი სახსრებით მაინც მოახერხა ბიბლიის დასტამბვა იოსებ სამებელის (ქობულაშვილის) მიერ ს. ვსესვიატსკოეში გამართულ ქართულ სტამბაში. 1743 წელს დაბეჭდილი ეს ბიბლია ცნობილია „ბაქარის ბიბლიის” სახელწოდებით. მანვე 1715 წელს დაიწყო რუსულ-ქართული სასაუბრო ლექსიკონის „ვაკაფის“ შედგენა. 1749 წელს ბაქარი გათავისუფლდა რუსეთის სახელმწიფო სამსახურიდან და სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა, მაგრამ ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ მოულოდნელად გარდაიცვალა. დაკრძალულია მოსკოვის დონის მონასტერში.

ხ. ბაინდურაშვილი

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • კეკელიძე კ., ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1980;
  • ნათელი ქრისტესი, საქართველო, წ. 1, თბ., 2003;
  • პაიჭაძე გ., ქართლის სამხედრო-პოლიტიკური კავშირი რუსეთთან XVIII საუკუნის 20-იან წწ., წგ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973;
  • ტუხაშვილი ლ., პოლიტიკური ვითარება XVIII ს. პირველ ოცეულში, იქვე; ქორიძე თ., ბაქარი, წგ.; საქართველოს მეფეები, თბ., 2000;
  • ქურციკიძე ც., ქართული ბიბლია, თბ., 2010.

[რედაქტირება] იხილე აგრეთვე

ბაქარ ბაგრატიონი

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები