დაჩი (ქართლის მეფე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''დაჩი''' – ქართლის მეფე V-VI საუკუნეების მიჯნაზე „[[მოქცევაჲ ქარ...)

01:35, 10 ივნისი 2024-ის ვერსია

დაჩი – ქართლის მეფე V-VI საუკუნეების მიჯნაზე „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს და ჯუანშერის თანახმად. ვახტანგ გორგასლის ძე პირველი ცოლის, ირანელი ქალის ბალანდუხტისაგან. იგი იზრდებოდა უჯარმაში და ცნობილია უჯარმელის სახელით. ჯუანშერის ცნობით, მან დაასრულა მამის დროს დაწყებული თბილისის ზღუდის მშენებლობა და ვახტანგის ანდერძის თანახმად, სატახტო ქალაქი მცხეთიდან თბილისში გადაიტანა. მცხეთა დარჩა კათალიკოსთა სამყოფელ ქალაქად. ამ დროს აშენდა ანჩისხატის ეკლესია.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები