პალესტინელთა შეზღუდული ავტონომიის გაფართოების შესახებ შეთანხმება 1995
(ახალი გვერდი: '''პალესტინელთა შეზღუდული ავტონომიის (თვითმმართველობის) გაფ...) |
15:08, 11 ივნისი 2024-ის ვერსია
პალესტინელთა შეზღუდული ავტონომიის (თვითმმართველობის) გაფართოების შესახებ შეთანხმება 1995 – „ოსლო 2“-ად წოდებული შეთანხმება. ხელმოწერილ იქნა 1995 წლის 28 სექტემბერს ვაშინგტონში ისრაელის პრემიერ-მინისტრის ი. რაბინის და პალესტინის განთავისუფლუბის ორგანიმაციის (პაგო) ლიდერის ი. არაფათის მიერ, აშშ-ის პრეზიდენტის ბილ კლინტონის, ეგვიპტის პრეზიდენტის ხ. მუბარაქის და იორდანიის მეფის ჰუსაინის თანდასწრებით. დოკუმენტი, რომელიც შედგება 460 გვერდისგას, 6 დამატებითი მუხლისგან და თან დართული აქვს რუკა. შეიცავს შემდეგ ძირითად დებულებებს: შეთანხმების თანახმად არჩევნების წინ ისრაელს გამოჰყავს თავისი ჯარები პალესტინელთა ქალაქებიდან –ბეთლემიდან, ჯენინიდან, კალკიდიადან, საბლუსიდან, რამალაჰიდან და პებრონის ნაწილიდან, აგრეთვე პალესტინელთა 450 მცირე ქალაქიდან და სოფლიდან. ჯარების გამოყვანა იწყება ქ. ჯენინიდან, შეთანსმების ხელმოწერიდან 10 დღის შემდეგ. ქ. პებრონში რჩება ისრაელის ჯარის ნაწილები ადგილობრივი ებრაელი მოსახლეობის დასაცავად. პალესტინელთა ავტონომიაში არჩევსების ჩატარების შემდეგ იწყება ისრაელის ჯარების გამოყვანის მეორე ეტაპი, რომელიც 18-24 თვემდე გასტანს. ჯარების სრულ გამოყვანამდე ისრაელი პასუსისმგებელია „გლობალერ უსაფრთსოებაზე“ და საზღვრების კონტროდზე მდ. იორდანეს დასავლეთით არაბულ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ისრაელის მიერ მდ. იორდანეს დასავლეთით ოკუპირებული ტერიტორიები ადმინისტრაციული მართვის მხრივ იყოფა სამ „ოლქად“. „ოლქი A“ მოიცაეს დასავლეთ იორდანიის ყველა დიდ ქალაქს ქ. ჰებრონის გამოკლებით. ამ ოლქში მოქმედებს პალესტინელთა ადმინისტრაცია, „ოლქი B“, რომელიც მოიცავს პალესტინელთა მცირე ქალაქებს და სოფლებს, რჩება ებრაელთა და პალესტისელთა ერთობლივი კონტროლის ქვეშ (პოლიტიკურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს ისრაელი, საზოგადოებრივ წესრიგს კი პგო-ს პოლიცია). „ოლქი C“, რომელიც მოიცავს დასაელეთ იორდანიის ებრაელთა დასახლებებს და სამხედრო პუნქტებს, რჩება ისრაელის დაქვემდებარებაში, ისრაელის ჯარების გამოყეანის პირველი ეტაპის დამთაერების შემდეგ 22 დღეში დასავლეთ იორდანიის, ღაზის სექტორის აღმოსავლეთ იერესალიმის პალესტინელები (რომლებიც ცხოვრობენ ამ ტერიტორიაზე არანაკლებ 3 წელი) ირჩევენ თვითმმართველობის საბჭოს (პალესტინელთა ავტონომიის საკანონმდებლო ორგანოს) 82 წევრის შემადგენლობით, საბჭოს უფლებამოსილება გაგრძელდება 1999 წლის მაისამდე (გარდამავალი პერიოდის დასრელებამდე). საბჭო ნიშნავს აღმასრულებელ ორგანოს, რომლის თავმჯდომარეს (პრეზიდენტს) ირჩევს ხალხი (პირდაპირი არჩევნების საშუალებით), გარდამავალი პერიოდის მანძილზე. პალესტინელთა ავტონომიის სტატუსის თაობაზე საბოლოო შეთანხმებამდე, ისრაელი უზრუნველყოფს დასავლეთ იორდანიის საგარეო უსაფრთხოებას და წარმოადგენს მის საგარეო პოლიტიკას. წმინდა ადგილებს ავტონომიურ ოლქში პალესტინელთა ადმისისტრაცია უწევს კონტროლს: ყველა მორწმუნეს ეძლევა საშუალება თავისუფლად მოინახულოს ისინი. სტუმრების უსაფრთხსოებას ერთობლივად უზრუნველყოფს ებრაელი და პალესტინელი პოლიციელები, ებრაელთა წმინდა ადგილებ (რახელის საფლავი ბეთლემში და იოსების საფლავი ნაბლესთან) ისრაელის ადმინისტრაციის კონტროლს ექვემდებარება: პატრიარქების საფლავს ქ. პებრონის შუაგულში, რომელიც წმინდაა როგორც იუდეველთათვის, ასევე მუსლიმანთათვის, დროებით ისრაელის არმიის ნაწილები დაიცავენ. შეითანხმების თანახმად, ისრაელმა აიღო ვალდებულება პალესტინელთა მიერ დასახელებული ოლქების წყლით მომარაგება საგრძნობლად გაზარდოს, მოცულობის შემდგომი ზრდა დამოკიდებული იქნება საერთო წყლის რაოდენობასთან. ამასთან დაკავშირებით შეიქმნა ერთობლივი კომიტეტი. პგო-მ აიღო ვალდებულება, თვთმმართველიბის საბჭოს არჩევის ორი თვის თავზე ამოიღოს თავისი ქარტიიდან მოწოდება ებრაელთა სახელმწიფოს განადგურების შესახებ.