პალმე ულოფ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''სვენ ულოფ იოაკიმ პალმე''' – (შვედ. Sven Olof Joachim Palme, დ. 30 იანვარი, 1927, სტო...) |
21:05, 11 ივნისი 2024-ის ვერსია
სვენ ულოფ იოაკიმ პალმე – (შვედ. Sven Olof Joachim Palme, დ. 30 იანვარი, 1927, სტოკჰოლმი — გ. 28 თებერვალი, 1986, იქვე), შვედი პოლიტიკოსი, სოციალ-დემოკრატი, პრემიერ-მინისტრი 1969-76 და 1982-86. განათლება მიიღო შვედეთსა და აშშ-ში. 1949 გაერთიანდა სოციალ-დემოკრატიულ ლეიბორისტულ პარტიაში, 1954 იყო პრემიერ-მინისტრის მდივანი. 1955-61 ხელმძღვანელობდა სოციალ-დემოკრატიული ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდულ მოძრაობას. მთავრობაში 1963 მოვიდა. პრემიერ-მინისტრობამდე ეკავა სხვადასხვა პოსტი, 1969 გახდა სოციალ-დემოკრატიული ლეიბორისტული პარტიის ლიდერი. პრემიერ-მინისტრად ყოფნისას გაატარა კონსტიტუციური რეფორმები, რომელთა მიხედვითაც რიქსდაგი ერთპალატიან პარლამენტად ჩამოყალიბდა, ხოლო მონარქს ჩამოერთვა ძალაუფლება. 1986 მოკლეს.