სიგნუმი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''სიგნუმი''' – ნამდვილი x ცვლადის ფუნქცია, რომელიც უდრის 1-ს x-ის ...) |
|||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
− | '''სიგნუმი''' – ნამდვილი x ცვლადის ფუნქცია, რომელიც უდრის 1-ს x-ის დადებითი მნიშვნელობისათვის, | + | '''სიგნუმი''' – ნამდვილი x [[ცვლადი|ცვლადის]] [[ფუნქცია (მათემატიკური)|ფუნქცია]], რომელიც უდრის 1-ს x-ის დადებითი მნიშვნელობისათვის, [[ნული]]ს [[ტოლობა|ტოლია]], როცა x=0 და უდრის -1-ს x-ის უარყოფითი მნიშვნელობისათვის. აღინიშნება [[სიმბოლო]]თი signx ან sgnx: |
მიმდინარე ცვლილება 15:13, 13 ივნისი 2024 მდგომარეობით
სიგნუმი – ნამდვილი x ცვლადის ფუნქცია, რომელიც უდრის 1-ს x-ის დადებითი მნიშვნელობისათვის, ნულის ტოლია, როცა x=0 და უდრის -1-ს x-ის უარყოფითი მნიშვნელობისათვის. აღინიშნება სიმბოლოთი signx ან sgnx:
y=sgnx ფუნქციამ სახელწოდება და აღნიშვნა მიიღო ლათინური signum-დან - „ნიშანი“. ასეთი ფუნქცია განსახილველად შემოიღო კრონეკერმა. ამ ფუნქციის პირველი გამოჩენისას (1878) და ლექციების კითხვისას კრონეკერი ირჩევდა აღნიშვნას [x]. როდესაც 1884 წელს სტატიაში მას დასჭირდა შეენარჩუნებინა ეს აღნიშვნა ფუნქციისათვის „ანტიე“, მან გადაუხვია თავის ჩვევას და შემოიღო აღნიშვნა y=sgn∙x.