ფადლა II

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ფადლა II''' – კახეთის მთავარი (918-929). ცდილობდა მშვიდობიანი ურთი...)
 

მიმდინარე ცვლილება 00:49, 16 ივნისი 2024 მდგომარეობით

ფადლა IIკახეთის მთავარი (918-929). ცდილობდა მშვიდობიანი ურთიერთობა დაემყარებინა მეზობელ პოლიტიკურ გაერთიანებებთან. იგი დაეხმარა სომხეთის მეფე აშოტ II-ს ერკათს განმდგარი ვასალის უტის მთავარ მოსეს დამორჩილებაში, ხოლო 925 წელს აფხაზთა მეფეს გიორგი II-ს (922-967) დაემარცხებინა აჯანყებული შვილი კონსტანტი.

ფადლა II აწარმოებდა ფართო აღმშენებლობით საქმიანობას, აგებდა ახალ ციხე-სიმაგრეებს, კერძოდ ააგო ლოწობანის ციხე. საჯთა ახალი შემოსევების შედეგად ქვეყანა მოოხრდა. არაბებმა გადაწვეს მცხეთის ჯვარი და მნიშვნელოვანწილად შეასუსტეს სამთავროს ძლიერება.

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს მეფეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები