სიმპსონის ფორმულა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''სიმპსონის ფორმულა''' – სხეულის მოცულობის ან უწყვეტი ფუნქცი...)
 

მიმდინარე ცვლილება 16:04, 18 ივნისი 2024 მდგომარეობით

სიმპსონის ფორმულა – სხეულის მოცულობის ან უწყვეტი ფუნქციიდან ინტეგრალის მიახლოებითი გამოთვლის ფორმულა:

Wiriti in003.pngf(x)dx = Simpson001.png [(y0+y2n) + 4(y1+y3+...+y2n-1) + 2(y2+y4+...+y2n-2)] + Rn.

აქ მიღებულია დაშვება, რომ [a, b] შუალედი დაყოფილია 2n ტოლ ნაწილად და Simpson003.png yk = f(xk), xk = a + kh. თუ f ოთხჯერ უწყვეტად წარმოებადია, მაშინ Rn = - Simpson005.png f(4)(ξ), ξϵ [a,b].

სიმპსონის ფორმულას ზოგჯერ უწოდებენ პარაბოლის ფორმულას, ვინაიდან, მისი გამოყვანის დროს, [x2k-2 − x2k] მონაკვეთზე ფუნქციის გრაფიკი მიახლოებით პარაბოლით იცვლება.

ეს ფორმულა პირველად 1743 წ. გამოაქვეყნა სიმპსონმა, რომელიც ჯერ იყო ფეიქარი, შემდეგ სკოლის მასწავლებელი და ბოლოს სამხედრო სკოლის მათემატიკის პროფესორი.


[რედაქტირება] წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები