ვახტანგ II
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
− | '''ვახტანგ II''' − აღმოსავლეთ | + | '''ვახტანგ II''' − აღმოსავლეთ [[საქართველო]]ს მეფე 1289-1292 წლებში, [[დავით ნარინი]]ს ძე. [[დემეტრე II თავდადებული|დემეტრე II]]-ს სიკვდილით დასჯის შემდეგ, ხუტლუ ბუღას (სადუნ მანკაბერდელის ძე) მეცადინეობით, ყაენმა აღმოსავლეთ საქართველოს მეფედ დაამტკიცა. დავით ნარინის შემდეგ ვახტანგი დასავლეთ საქართველოსაც მიიღებდა მემკვიდრეობით, რასაც მონღოლთა მფლობელობის ქვეშ საქართველოს გამთლიანება მოჰყვებოდა, მაგრამ 1292 წელს მეფე ვახტანგი მოულოდნელად გარდაიცვალა. იგი გელათის მონასტერშია დაკრძალული. |
მიმდინარე ცვლილება 20:36, 21 ივნისი 2024 მდგომარეობით
ვახტანგ II − აღმოსავლეთ საქართველოს მეფე 1289-1292 წლებში, დავით ნარინის ძე. დემეტრე II-ს სიკვდილით დასჯის შემდეგ, ხუტლუ ბუღას (სადუნ მანკაბერდელის ძე) მეცადინეობით, ყაენმა აღმოსავლეთ საქართველოს მეფედ დაამტკიცა. დავით ნარინის შემდეგ ვახტანგი დასავლეთ საქართველოსაც მიიღებდა მემკვიდრეობით, რასაც მონღოლთა მფლობელობის ქვეშ საქართველოს გამთლიანება მოჰყვებოდა, მაგრამ 1292 წელს მეფე ვახტანგი მოულოდნელად გარდაიცვალა. იგი გელათის მონასტერშია დაკრძალული.