კონსტანტინე I (ლიხთ-იმერეთის მეფე)
(ახალი გვერდი: '''კონსტანტინე I''' – ლიხთ-იმერეთის მეფე 1293-1327. დავით ნარინის გა...) |
01:38, 22 ივნისი 2024-ის ვერსია
კონსტანტინე I – ლიხთ-იმერეთის მეფე 1293-1327.
დავით ნარინის გარდაცვალების შემდეგ ლიხთ-იმერეთში ტახტს „პირმშოების ძალით“ ეუფლება კონსტანტინე. მეფის მთელი ხელმწიფური ნება და ენერგია შინადინასტიურ ბრძოლას შეეწირა. წყაროთა მოწმობით, მას გამეფებისთანავე აუმხედრდა საკუთარი ძმა მიქელი, რომელმაც შეძლო რაჭა-ლეჩხუმის და არგვეთის დაპყრობა. „დღეთა მათთა იშლებოდა სამეფო“. ასეთ ვითარებაში ხელსაყრელი პირობები შემუშავდა დასავლეთ საქართველოს დაქუცმაცებისა და შედეგმაც არ დააყოვნა: დაიმკვიდრა დადიანმა „სრულად ოდიში ანაკოფიამდე. ეგრეთვე შერვაშიძემ აფხაზეთი და გურიელმა გურია და სვანთა ერისთავმან სუანეთი”.
ცალკე აღსანიშნავია კონსტანტინე დავითის ძის ღვაწლი იერუსალიმის ჯვრის „გაცხოველება-განახლების” საქმეში. მისი ინიციატივით და საფასით ჩატარებულა აქ სარესტავრაციო სამუშაოები, რის აღსანიშნავადაც განუწესებიათ „აღაპი და პანაშვიდი აფხაზთა მეფეთა მეფისა კონსტანტინესი, ჯვრისა მონასტრისა ახლად შემკაზმავისა“.
მეფე კონსტანტინე 1327 წელს გარდაიცვალა.