ნაზირი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ნაზირი''' - (არაბ.-სპარს. ნāზერ-მეთვალყურე, ზედამხედველი); ცენტ...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ნაზირი''' - (არაბ.-სპარს. ნāზერ-მეთვალყურე, ზედამხედველი); ცენტრალური აპარატის მოხელე, სასახლის სალაროს, სამეურნეო დაწესებულებათა და საწყობების გამგებელი.  
+
'''ნაზირი''' - (არაბ.-სპარს. ნაზერ-მეთვალყურე, ზედამხედველი); ცენტრალური აპარატის მოხელე, სასახლის სალაროს, სამეურნეო დაწესებულებათა და საწყობების გამგებელი.  ვახუშტის ცნობით, ეს სახელო როსტომის (1632-1658) დროსაა შემოღებული [[ეზოსმოძღვარი|ეზოსმოძღვრის]] ნაცვლად.  
  
ვახუშტის ცნობით, ეს სახელო როსტომის (1632-1658) დროსაა შემოღებული ეზოსმოძღვრის (იხ.) ნაცვლად. ტერმინი „ნაზირ“ სეფიანთა ირანში უმაღლესი რანგის მოხელის, სასახლის მინისტრის, სუპერინტენდანტის აღმნიშვნლად გამოიყენებოდა. იგი იყო მთავარი ადმინისტრატორი, შაჰის პირველი ეკონომისტი; მას ევალებოდა შაჰის საკუთრებაში შემავალი უძრავი და მოძრავი ქონების განკარგვაც; განაგებდა ასევე, თავლასა და არსენალს. შაჰ-აბას II-ის დროს ნ-ის თანამდებობა დაემცრო და მისი ფუნქციები, თითქმის მთლიანად, დიდ ვეზირს გადაეცა. სულხანსაბას თანახმად, ნ-ის შესატყვისი იყო აბრამადი (იხ.), ქარხნის ნ-ისა - ეზოსმოძღვარი. სხვაგვარი განმარტებით, ნ. იგივე სალაროს ნ. და ქარხნის ეზოსმოძღვარია (ნ. ჩუბინაშვილი). XVII-XVIII სს-ში ნ. სახლთუხუცესს (იხ.) ექვემდებარებოდა. ქართული წყაროების მიხედვით, ამ პერიოდში არსებობდა სალაროს ნ., ქარხნის ნ. და ჩარფა - ნ. სალაროს ნ. პასუხისმგებელი იყო სასახლის სალაროში არსებული ყოველი ნივთის შენახვასა და გაცემაზე, საჭირო ნივთების და პროდუქტის შეძენაზე. ქარხნის ნ. განაგებდა ქარხნებს - საწყობებს, სადაც თავს იყრიდა სამეფოს ყოველგვარი შემოსავალი (ნატურალური მოსაკრებელი მეფის სახასო მამულებიდან, ბაჟის, იჯარის გამოსაღები და სხვ.). ნ-ს მორჩილებაში უნდა ჰყოლოდა თავლიდარი (იხ.) და ამალა. XVII ს-ში ნ-ებს შეთავსებით ეკავათ სხვა სამოხელეო თანამდებობებიც: მეფისა და დედოფლის კარის მდივნობა, სოიბათიასაულობა (იხ.) მათვე სამოურავოდ გადაცემული ჰქონდათ ცალკეული სოფლები. ჩარფა ნ. „ოთხფეხთა ზედამხედველი“ (პ. უმიკაშვილი) იყო. ნ-ები, ცენტრალური აპარატის სხვა მოხელეების მსგავსად, სარგოს გარდა, ულუფასა და ჯამაგირსაც იღებდნენ.
+
ტერმინი „ნაზირ“ სეფიანთა ირანში უმაღლესი რანგის მოხელის, სასახლის მინისტრის, სუპერინტენდანტის აღმნიშვნლად გამოიყენებოდა. იგი იყო მთავარი ადმინისტრატორი, შაჰის პირველი ეკონომისტი; მას ევალებოდა შაჰის საკუთრებაში შემავალი უძრავი და მოძრავი ქონების განკარგვაც; განაგებდა ასევე, თავლასა და არსენალს. შაჰ-აბას II-ის დროს ნაზირის თანამდებობა დაემცრო და მისი ფუნქციები, თითქმის მთლიანად, დიდ [[ვეზირი|ვეზირს]] გადაეცა. სულხანსაბას თანახმად, ნაზირის შესატყვისი იყო [[აბრამადი]], ქარხნის ნაზირსა - ეზოსმოძღვარი. სხვაგვარი განმარტებით, ნაზირი იგივე სალაროს ნაზირი და ქარხნის ეზოსმოძღვარია (ნ. ჩუბინაშვილი). XVII-XVIII სს-ში ნაზირი [[სახლთუხუცესი|სახლთუხუცესს]]  ექვემდებარებოდა.  
  
წყაროები და ლიტერატურა: სურგულაძე 1952: 181-188; მესხია 1948: 026, 16; Fragner 1986: 554; Savory 2007: 183; დასტურალამალი 1965: 245; ვახუშტი 1973: 32; სულხან-საბა ორბელიანი 1991: 561; ჩუბინაშვილი 1961: 132, 311; Taḏkerat al-molūk 1943: 119.
+
ქართული წყაროების მიხედვით, ამ პერიოდში არსებობდა სალაროს ნაზირი, ქარხნის ნაზირი და ჩარფა - ნაზირი. სალაროს ნაზირი პასუხისმგებელი იყო სასახლის სალაროში არსებული ყოველი ნივთის შენახვასა და გაცემაზე, საჭირო ნივთების და პროდუქტის შეძენაზე. ქარხნის ნაზირი განაგებდა ქარხნებს - საწყობებს, სადაც თავს იყრიდა სამეფოს ყოველგვარი შემოსავალი (ნატურალური მოსაკრებელი მეფის სახასო მამულებიდან, ბაჟის, იჯარის გამოსაღები და სხვ.). ნაზირს მორჩილებაში უნდა ჰყოლოდა [[თავლიდარი]]  და ამალა. XVII ს-ში ნ-ებს შეთავსებით ეკავათ სხვა სამოხელეო თანამდებობებიც: მეფისა და დედოფლის კარის [[მდივანი|მდივნობა]], [[სოიბათიასაული|სოიბათიასაულობა]] მათვე სამოურავოდ გადაცემული ჰქონდათ ცალკეული სოფლები. ჩარფა ნაზირი „ოთხფეხთა ზედამხედველი“ (პ. უმიკაშვილი) იყო. ნაზირები, ცენტრალური აპარატის სხვა მოხელეების მსგავსად, სარგოს გარდა, ულუფასა და ჯამაგირსაც იღებდნენ.
 +
 
 +
====ნაზირები. XVII-XVIII სს.====
 +
* გურგენბეგ - სამეფო კარის ნაზირი 1658 წ.
 +
* დემეტრე - სამეფო კარის ნაზირი  1672 წ. ახლო ხანები.
 +
* თაყა - სამეფო კარის ნ. 1683 წ.
 +
* ძიძაშვილი შიო - ნაზირი  1685 წ.
 +
* შალიკაშვილი ედიშერ - სამეფო კარის მდივანი, დედოფლის მდივანი, მეფის ქარხნის ნაზირი  1693-1725 წწ.
 +
* თუმანიშვილი ზაალ - სამეფო კარის ნაზირი  1672-1700 წწ.
 +
* შანშიაშვილი ბაინდურ - მეფის ქარხნის ნაზირი  1682-1693 წწ., სოიბათიასაული 1683-1689 წწ., სამწევრისის მოურავი 1689 წ.
 +
* ოთარ - სამეფო კარის ნაზირი  1696-1700 წწ.
 +
* იმამვერდი-ბეგი - ნაზირი, სასახლის სარქარბაში 1715 წ.
 +
* ჩობანაშვილი პაპუა - ნაზირი  1725 წ.
 +
* ჰუსეინ-ხან-ბეგი - ნაზირი  1740 წ.
 +
* ოსეფასშვილი ზურაბა - ნაზირი  1742 წ.
 +
* ზალ - სამეფო კარის ნაზირი  1763-1765 წწ.
 +
* ციციშვილი დიმიტრი - სამეფო კარის ნაზირი  1763 წ.
 +
* ედიშერისშვილი დემეტრე - სამეფო კარის ნაზირი  1764, 1768 წწ.
 +
* აბაშიძე ევგენი - სალაროს ნაზირი  XVIII ს-ის მეორე ნახევარი.
 +
* შალიკოვი იოანე - ქართლის ნაზირი  XVIII ს-ის მეორე ნახევარი.
 +
* გურგენიძე ბარამ - სამეფო კარის ნაზირი  XVIII ს-ის მეორე ნახევარი.
 +
 
 +
 
 +
==წყაროები და ლიტერატურა==
 +
სურგულაძე 1952: 181-188; მესხია 1948: 026, 16; Fragner 1986: 554; Savory 2007: 183; დასტურალამალი 1965: 245; ვახუშტი 1973: 32; სულხან-საბა ორბელიანი 1991: 561; ჩუბინაშვილი 1961: 132, 311; Taḏkerat al-molūk 1943: 119.
 +
 
 +
==წყარო==
 +
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი 2017
 +
 
 +
 
 +
[[კატეგორია: საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი მმართველოს მოხელეები]]
 +
[[კატეგორია:თანამდებობები]]

14:13, 15 ივნისი 2017-ის ვერსია

ნაზირი - (არაბ.-სპარს. ნაზერ-მეთვალყურე, ზედამხედველი); ცენტრალური აპარატის მოხელე, სასახლის სალაროს, სამეურნეო დაწესებულებათა და საწყობების გამგებელი. ვახუშტის ცნობით, ეს სახელო როსტომის (1632-1658) დროსაა შემოღებული ეზოსმოძღვრის ნაცვლად.

ტერმინი „ნაზირ“ სეფიანთა ირანში უმაღლესი რანგის მოხელის, სასახლის მინისტრის, სუპერინტენდანტის აღმნიშვნლად გამოიყენებოდა. იგი იყო მთავარი ადმინისტრატორი, შაჰის პირველი ეკონომისტი; მას ევალებოდა შაჰის საკუთრებაში შემავალი უძრავი და მოძრავი ქონების განკარგვაც; განაგებდა ასევე, თავლასა და არსენალს. შაჰ-აბას II-ის დროს ნაზირის თანამდებობა დაემცრო და მისი ფუნქციები, თითქმის მთლიანად, დიდ ვეზირს გადაეცა. სულხანსაბას თანახმად, ნაზირის შესატყვისი იყო აბრამადი, ქარხნის ნაზირსა - ეზოსმოძღვარი. სხვაგვარი განმარტებით, ნაზირი იგივე სალაროს ნაზირი და ქარხნის ეზოსმოძღვარია (ნ. ჩუბინაშვილი). XVII-XVIII სს-ში ნაზირი სახლთუხუცესს ექვემდებარებოდა.

ქართული წყაროების მიხედვით, ამ პერიოდში არსებობდა სალაროს ნაზირი, ქარხნის ნაზირი და ჩარფა - ნაზირი. სალაროს ნაზირი პასუხისმგებელი იყო სასახლის სალაროში არსებული ყოველი ნივთის შენახვასა და გაცემაზე, საჭირო ნივთების და პროდუქტის შეძენაზე. ქარხნის ნაზირი განაგებდა ქარხნებს - საწყობებს, სადაც თავს იყრიდა სამეფოს ყოველგვარი შემოსავალი (ნატურალური მოსაკრებელი მეფის სახასო მამულებიდან, ბაჟის, იჯარის გამოსაღები და სხვ.). ნაზირს მორჩილებაში უნდა ჰყოლოდა თავლიდარი და ამალა. XVII ს-ში ნ-ებს შეთავსებით ეკავათ სხვა სამოხელეო თანამდებობებიც: მეფისა და დედოფლის კარის მდივნობა, სოიბათიასაულობა მათვე სამოურავოდ გადაცემული ჰქონდათ ცალკეული სოფლები. ჩარფა ნაზირი „ოთხფეხთა ზედამხედველი“ (პ. უმიკაშვილი) იყო. ნაზირები, ცენტრალური აპარატის სხვა მოხელეების მსგავსად, სარგოს გარდა, ულუფასა და ჯამაგირსაც იღებდნენ.

ნაზირები. XVII-XVIII სს.

  • გურგენბეგ - სამეფო კარის ნაზირი 1658 წ.
  • დემეტრე - სამეფო კარის ნაზირი 1672 წ. ახლო ხანები.
  • თაყა - სამეფო კარის ნ. 1683 წ.
  • ძიძაშვილი შიო - ნაზირი 1685 წ.
  • შალიკაშვილი ედიშერ - სამეფო კარის მდივანი, დედოფლის მდივანი, მეფის ქარხნის ნაზირი 1693-1725 წწ.
  • თუმანიშვილი ზაალ - სამეფო კარის ნაზირი 1672-1700 წწ.
  • შანშიაშვილი ბაინდურ - მეფის ქარხნის ნაზირი 1682-1693 წწ., სოიბათიასაული 1683-1689 წწ., სამწევრისის მოურავი 1689 წ.
  • ოთარ - სამეფო კარის ნაზირი 1696-1700 წწ.
  • იმამვერდი-ბეგი - ნაზირი, სასახლის სარქარბაში 1715 წ.
  • ჩობანაშვილი პაპუა - ნაზირი 1725 წ.
  • ჰუსეინ-ხან-ბეგი - ნაზირი 1740 წ.
  • ოსეფასშვილი ზურაბა - ნაზირი 1742 წ.
  • ზალ - სამეფო კარის ნაზირი 1763-1765 წწ.
  • ციციშვილი დიმიტრი - სამეფო კარის ნაზირი 1763 წ.
  • ედიშერისშვილი დემეტრე - სამეფო კარის ნაზირი 1764, 1768 წწ.
  • აბაშიძე ევგენი - სალაროს ნაზირი XVIII ს-ის მეორე ნახევარი.
  • შალიკოვი იოანე - ქართლის ნაზირი XVIII ს-ის მეორე ნახევარი.
  • გურგენიძე ბარამ - სამეფო კარის ნაზირი XVIII ს-ის მეორე ნახევარი.


წყაროები და ლიტერატურა

სურგულაძე 1952: 181-188; მესხია 1948: 026, 16; Fragner 1986: 554; Savory 2007: 183; დასტურალამალი 1965: 245; ვახუშტი 1973: 32; სულხან-საბა ორბელიანი 1991: 561; ჩუბინაშვილი 1961: 132, 311; Taḏkerat al-molūk 1943: 119.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი 2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები