პისემსკი თეოდორე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „პისემსკი თეოდორე“ გადაიტანა გვერდზე „თეოდორე პისემსკი“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „თეოდორე პისემსკი“ გადაიტანა გვერდზე „პისემსკი თეოდორე“ გადამ...)

16:23, 1 ივლისი 2024-ის ვერსია

თეოდორე პისემსკი – (გ. 28 თებერვალი [10 მარტი] 1591), რუსი დიპლომატი, 1564-73. ა. თ. ნაგიესთან ერთად, აწარმოებდა მოლაპარაკებებს ყირიმის ხანთან საზავო ხელშეკრულების ხელმოწერის თაობაზე. ელჩების მოღვაწეობამ ხელი შეუწყო რუსეთის მიმართ სამხრეთიდან სამხედრო მუქარის შესუსტებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ლივონიის ომის პირობებში. 1582-83 მეთაურობდა რუსეთის ელჩობას, რომელიც გაიგზავნა ინგლისში რუსეთ-ინგლისის სამხედრო კავშირის დამყარების, ასევე ივანე IV მრისხანის ინგლისის დედოფლის ნათესავზე, მ. პეისტინგზე დაქორწინების შესახებ მოლაპარაკების მიზნით. მოლაპარაკებები შეწყდა მეფის სიკვდილთან დაკავშირებით. 1586 მონაწილეობდა „რეჩ ჰოსპოლიტასთან“ მოლაპარაკებებში „საუკუნის ზავის“ დადების თაობაზე, სოლო 1590 – შვედეთთან მოლაპარაკებებში, რომელიც წინ უძღოდა რუსეთ-შვედეთის დაზავებას, რომლის თანახმად, რუსეთს გადაეცა იამი, კოპორიე და ივანგოროდი. ეს გადაწყვეტილება მოგვიანებით დაადასტურა ტიავზინის საზავო ხელშეკრულებამ 1595.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები