პიტი უილიამ (უფროსი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: უილიამ პიტი '''უილიამ პიტი''' – გრაფი ჩეთ...)

16:55, 1 ივლისი 2024-ის ვერსია

უილიამ პიტი

უილიამ პიტი – გრაფი ჩეთემი, (ინგლ. William Pitt; დ. 15 ნოემბერი, 1708 — გ. 11 მაისი, 1778), ბრიტანეთის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, დიპლომატი. 1735-66 – თემთა პალატის წევრი, 1746-55 – მთავარი ხაზინადარი, 1756-6061 – დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და სამხედრო მინისტრი. იყო საფრანგეთის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი ორგანიზატორი. ფაქტობრივად ხელმძღვანელობდა ბრიტანეთის პოლიტიკას შვიდწლიანი ომის (1756-63) გადამწყვეტ პერიოდში, რომლის შედეგად დიდმა ბრიტანეთმა ძლიერი დარტყმა მიაყენა საფრანგეთის სავაჭრო, საზღვაო და კოლონიურ ძლევამოსილებას. 1766-დან – ლორდთა პალატის წევრი; 1766-68 – დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები