პოლემონ I

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''პოლემონ I''' – (Polemon, დ. ძვ. წ. 65 — გ. ძვ. წ. 8), პონტოს მეფე ზენონიდების ...)

16:49, 2 ივლისი 2024-ის ვერსია

პოლემონ I – (Polemon, დ. ძვ. წ. 65 — გ. ძვ. წ. 8), პონტოს მეფე ზენონიდების ბერძნული დინასტიიდან.

ძვ. წ. 42 ტრიუმვირებმა გადამწყვეტი გამარჯვებები მოიპოვეს რესპუბლიკელებზე. შემდგომ მათ გაინაწილეს რომის პროვინციები. აღმოსავლეთი წილად ხვდა ანტონიუსს, მანაც ხელი მიჰყო ხსენებული მაკრორეგიონის პოლიტიკურ რეორგანიზაციას – აღადგინა ან შექმნა რომზე დამოკიდებული რიგი სამეფოები მისთვის სასურველი დინასტებით სათავეში. აღორძინებულ პოლიტიკურ ერთეულებს შორის იყო პონტოს სამეფოც.

პოლემონ I-ის ხანაში პონტოს სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა კოლხეთიც. სტრაბონის მიხედვით „უკანასკნელად პოლემონს ჰქონდა კოლხეთი, ხოლო როდესაც ის მოკედა, მისი მეუღლე პითოდორისი ფლობდა, მეფობდა კოლხებზე, ტრაპეზუნტზე, ფარნაკიაზე და ზემოთ მცხოვრებ ბარბაროსებზე…“ სავარაუდოა, რომ პოლემონ I მხოლოდ ზღვისპირეთს უწევდა კონტროლს: შესაძლებელია, სწორედ მან უწოდა დიოსკურიას სებასტოპოლისი ახალი პატრონის, ოქტავიანე ავგუსტუსის პატივსაცემად. პოლემონ I ძვ. წ. 8 იღუპება ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში ერი-ერთ სარმატულ ტომთან ბრძოლაში.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები