ჰიპარქი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ჰიპარქი''' (ძვ. წ. 180 (190) − 125), ძვ. საბერძნეთის ასტრონომი და მათემა...) |
მიმდინარე ცვლილება 17:16, 3 ივლისი 2024 მდგომარეობით
ჰიპარქი (ძვ. წ. 180 (190) − 125), ძვ. საბერძნეთის ასტრონომი და მათემატიკოსი. შეადგინა ვარსკვლავთა კატალოგი; განსაზღვრა მზის (ტროპიკული) წელიწადის ხანგრძლივობა. არის ასტრონომიისა და ტრიგონომეტრიის ერთ-ერთი დამფუძნებელი: შემოიღო გეოგრაფიული კოორდინატები ჰიპარქმა პირველმა უარყო ძველი ცივილიზაციის ქვეყნებში არსებული შეხედულება, რომ ტროპიკული წელიწადის ხანგრძლივობა 365,25 დღე-ღამეა და მიიჩნია რომ წელიწადის ხანგრძლივობა 365,2467 დღე-ღამის ტოლია (365 დღე-ღამე, 5 საათი, 55 წუთი, 16 წამი), რაც მხოლოლ 6.5 წამით აღემატება რეალურ ხანგრძლივობას.